17 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურადაა ჩართული კორონავირუსის ვაქცინის, როგორც შესყიდვის, ასევე მოწოდების გეგმის შემუშავებაშიც.

"კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არაა, ვიცით რომ ვაქცინის წარმოებაც ლიმიტირებულია. სანამ ვაქცინის შეძენა მოხდება, ქვეყანას აქვს განსახორციელებელი გარკვეული ღონისძიებები და ეს ეხება ვაქცინის ტრანსპორტირების და განთავსების კომპონენტს. ჩვენ, ამ ეტაპისთვის ვმუშაობთ კონკრეტულად ამ გეგმაზე და მაშინ, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის, შეუფერხებლად მოხდეს მისი რეგიონებზე გადანაწილება და უსაფრთხო განთავსება,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერჯერობით არაა იმის ზუსტი კალკულაცია, თუ რა დაჯდება ვაქცინა. თუმცა, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება:

"მოქალაქისთვის იქნება უფასო, ზოგადად, ვაქცინაცია ეს არის ჩვენი ჯანმრთელობის ბაზა, აქედან გამომდინარე მთავრობა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას," - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება.

დღის ამბები