მსოფლიოში COVID-19-ის ლეტალობის მაჩვენებელი იზრდება. პანდემიის მეორე ტალღის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2%-ით არის გაზრდილი.
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსმა 500-ზე მეტი პაციენტი იმსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კიდევ 1 060 პაციენტი გარდაიცვალა აშშ-ში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსმა ქვეყანაში 260 000-მდე ამერიკელი იმსხვერპლა.
გასული დღე ღამის მანძილზე 680 ბავშვი და 615 მედიკოსი დაინფიცირდა უკრაინაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 700 000-მდე ინფიცირების შემთხვევაა დარეგისტრირებული.
ლეტალობის მაჩვენებელი იზრდება გაერთიანებულ სამეფოშიც, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 608 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 12 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მსოფლიოში პანდემიას უკვე მილიონ 400 000-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა.