"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი თამაზ რობაქიძე "კურიერთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მეტროპოლიტენში დასაქმებული მემანქანიდან, ამ დროისთვის, 20-მდე პირია კოვიდინფიცირებული, შესაბამისად, მეტროპოლიტენის მუშაობას ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.
"მემანქანეების მიერ შემოთავაზებული განრიგი, მგზავრებისთვის გამოიწვევს ძალიან დიდ დისკომფორტს, ვინაიდან, ერთის მხრივ გულისხმობს სამუშაო საათების შემცირებას და მეტროს მიმოსვლის ინტერვალის ზრდას, რაც ხალხმრავლობას გაზდის. მეტროში 220 მემანქანეა დასაქმებული, ამ დროისთვის, 20-მდე მემანქანეა დაინფიცირებული, შესაბამისად, ამ ეტაპზე მეტროს შეფერხებას საფრთხე არ ემუქრება.
მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტის, ან რაიმე შეზღუდვის შესახებ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო, თუ იქნება მათი მხრიდან რაიმე ახალი გადაწყვეტილება, ბუნებრივია, კომპანია დაემორჩილება,"- აცხადებს "კურიერთან" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი თამაზ რობაქიძე.