16 იანვარი 2021,   01:03
ვრცლად
თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო 16 მილიონი დოლარის კოვიდვაქცინას შეიძენს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოაგდილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო 16 მილიონი დოლარის კოვიდვაქცინას შეიძენს. 

"რეალურად, ცოტა დრო დარჩა იქამდე, ვიდრე ქვეყანაში ვაქცინა გვექნება და დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ამისთვის არსებობს "კოვაქსის" ინიციატივა, რომლის წევრი საქართველოც არის და თანხის ნაწილი უკვე გადახდილია, 16 მილიონი დოლარის ღირებულების ვაქცინას შევიძენთ. ასევე, კონსულტაციები გვაქვს ინდივიდუალურ მწარმოებლებთანაც, ვინც უახლოვდება კვლევების წარმატებულ დასასრულს და იმედი გვაქვს, პირველი ვაქცინაცია როცა დაიწყება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველო იქნება ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ვაქცინაციის ადრეული ეტაპი დაიწყება.

გაზაფხული არის უფრო რეალისტური პერიოდი, საწყისი ეტაპისთვის 20% -ია სამიზნე ჯგუფი, რაც 700 000 დოზას ნიშნავს, რა თქმა უნდა, შემდეგ ეს გაფართოვდება და მოიცავს პრიორიტეტულ ჯგუფებსაც და ყველა იმ ჯგუფს, ვინც არის მაღალი გამავრცელებელი ინფექციის, რომელიც დაიცავს ქვეყანას,"-განაცხადა თამარ გაბუნიამ "დღის კურიერში".

მისივე განცხადებით, ქვეყანაში საავადმყოფოები რომც გვქონდეს, სამედიცინო პერსონალის მობილიზება სწრაფად ვერ მოხერდხება.

"ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალური დატვირთვა, რაც კოვიდისთვის შეიძლება გამოვიყენოთ, არის 9 000 ჰოსპიტალური საწოლი, მაგრამ თუ არ დავახვედრეთ ამას პრევენცია, შეიძლება საჭიროება ისე გაიზარდოს, რომ ამას ვერანაირი საწოლფონდი ვეღარ გაუძლებს და დღეს მთავარი აქცენტი არის, რომ პრევენციულად მოხერხდეს გავრცელების შეჩერება და არსებული საწოლფონდი მაქსიმალურად, რაციონალურად გამოვიყენოთ,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები