დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების დაწესების შემდეგ, დაავადების შემთხვევები აღარ მოიმატებს. მისივე თქმით, საჭიროა ტესტირების მასშტაბის კიდევ უფრო გაზრდა.
"შეზღუდვების დაწესების შემდეგ, დაავადების შემთხვევები აღარ მოიმატებს, მაგრამ ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება. გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში 14 000 ტესტია გაკეთებული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტესტირების მასშტაბი კიდევ უნდა გაიზარდოს. შესაძლოა, დღეში 10 000-მდე ინფიცირებული გვყავდეს," - აცხადებს პაატა იმნაძე.