დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. უკვე 20 წელია მთელი მსოფლიო 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქციებს მართავს.
25 ნოემბერს მოქალაქეები იკრიბებიან და ქალებს სხვადასხვა ფორმით დახმარებას სთავაზობენ.
გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ქალთა მკვლელობის 19 და მკვლელობის მცდელობის 20 ფაქტი დაფიქსირდა. სტატიკის მიხედვით, ქალებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განსაკუთრებით პოლო პერიოდში, კოვიდ პანდემიის დროს გახშირდა.