საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვას ავრცელებს. პატრიარქი საშობაო მარხვის პერიოდში მრევლს რძის ნაწარმის მიღების კურთხევას აძლევს.
"ხვალ, 2020 წლის 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს.
ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა).
ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმინდა ზიარების მისაღებად.
ასევე ვთხოვთ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!"- წერია პატრიარქის მიმართვაში.