ცნობილი ხდება რომ ჯანდაცვის სამინიტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანლი, ავთო თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა.
ინფორმაციას ადასტურებს უწყების პრესამსახურიც.
"კურიერის" ინფორმაციით, თალაკვაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მიზეზად მინისტრ ტიკარაძესთან კოვიდის მართვის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა სახელდება.
თავად თალაკვაძე კომენტარს არ აკეთებს.