რუხის კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. სამივე მათგანი ასაკოვანია და ისინი ზუგდიდისა და სოფლების - ახალსოფლისა და ცაიშის მკვიდრები არიან.
რუხის საავადმყოფოს ინფორმაციით, სამივე მათგანს თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობის დაწყებიდანვე მძიმე იყო. გარდაცვლილებს შორის ორი ქალი და ერთი მამაკაცია.