85 წლის მსახიობი კახი კავსაძე მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. ექიმების განმარტებით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კახი კავსაძის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება ექიმებმა გუშინ მიიღეს. ინფიცირებულები არიან მსახიობის ოჯახის წევრებიც.
"ვერ იყო კარგად, საჭირო იყო უფრო ინტენსიური მეთვალყურეობა და ამიტომ მოხდა მისი გადაყვანა კლინიკაში. ყველაფერი, ახლა როგორც იძახიან მედიკოსები მეთვალყურეობა არის ძალიან კარგი და ღმერთის წყალობით იქნება ყველაფერი კარგად. იცით კახი ნაოპერაციებია, იმდენად ნაომარია მეტი ყურადღება სჭირდება მას.
მე სახლში ვარ, იზოლაციაში ვართ მე და ჩემი მეუღლე. ალბათ 2-3 დღეში დასრულდება ჩვენი იზოლაცია. პირადად მე აბსოლუტურად არაფერი," - განაცხადა კახი კავსაძის ძმამ იმერი კავსაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.