01 მაისი 2024,   08:15
ვრცლად
არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ 43 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ 43 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

"არაფერი ვიცი, დილით მოვიდნენ, წაიღეს კომპიუტერი, დისკები და ფული. ჩემი შვილი მაღაზიაში მუშაობდა და ოჯახს ასე არჩენდა. არც ის ვიცი სად არის ახლა, არ მგონია რამე დაეშავებინა, მსგავსი არაფერი შემინიშნავს,"- აცხადებს დაკავებულის დედა ზინა რუნოვი.

"ბრალდებული არ აღიარებს ბრალს, იყენებს დუმილის უფლებას. პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ არის. წინასასამართლო სხდომა დანიშნულია დეკემბერში და საქმის მასალები კანონით დადგენილ ვადაში გადმოგვეცემა, მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა,"- აღნიშნავს ბრალდებულის ადვოკატი მანუჩარ ნაჭყებია. 

შეგახსენებთ, პოლიციამ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში ერთი პირი დააკავა. დაკავებული 43 წლისაა. დანაშაული 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალა, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა.

დღის ამბები