მსხვილი სავაჭრო ცენტრების და ბრენდ მაღაზიების წარმომადგენლები ხელისუფლებასთან შეხვედრას მოითხოვენ. ახალ წლამდე მუშაობის ერთკვირიანი ვადის გახანგრძლივება მათი მთავარი პირობაა, რადგან ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სერიოზული ზარალი მიადგებათ და უმუშევრად ასეულობით ადამიანი დარჩება.
როგორც სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები აცხადებენ, დღეს მათ კომუნიკაცია ბიზნესომბუდსმენთანაც ჰქონდათ.
"ჩვენ შევთავაზებთ, რა ფორმატით შეგვიძლია რომ ვიმუშაოთ დეკემბერსა და იანვარში, თან შეგვიძლია კონკრეტულ საკითხებზე პასუხისმგებლობა ავიღოთ, რომ შევძლებთ კარგად ვმართოთ ნაკადები, თუმცა იქნება ჩვენგან მოთხოვნა თუ რა პერიოდში გვინდა, რომ ვივაჭროთ. ის ერთი კვირა, რომელიც ახლა არის მოცემული, გვინდა, რომ გახანგრძლივდეს. არის ასევე ეკონომიკურ ნაწილში დახმარებებზე, რომ ჩვენს სექტორზე გავრცელდეს. რაზე შევჯერდებით გამოჩნდება შეხვედრებიდან, რომელიც გაიმართება ხელისუფლების წარმომადგენლებთან," - განაცხადა შპს "Retail Group Georgia"-ს დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა.