16 იანვარი 2021,   01:44
ვრცლად
ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებშიც დამონტაჟდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ჟანგბადების პრობლემა, ამ ეტაპზე, გადაჭრილია. მინისტრის თქმით, ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი რუხის საავადმყოფოში უკვე დამონტაჟდა, შემდეგი დანადგარები კი ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

"საქართველოში ჟანგბადის პრობლემა, რეალურად, არის გადაჭრილი. თქვენ იცით, რომ დამონტაჟებული არის უკვე რუხის საავადმყოფოში ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი, რაც სრულად უზრუნველყოფს რუხის საავადმყოფოსთვის საჭირო სრულ მოცულობას.

შემდეგი დანადგარები იგეგმება, რომ დაიდგას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს მონტაჟი განხორციელდება, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც დაიდგმება, ასევე, ჟანგბადის წარმომქმნელი კონცენტრატორი.

ყველა დანარჩენ კონცენტრატორთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. აუცილებლად ექნება, ასევე, ახალ ინფექციურ საავადმყოფოს თავისი დამოუკიდებელი ჟანგბადის უზრუნველყოფა და განვიხილავთ სხვა საჭირო შესაძლებლობებსაც, თუ რომელ კლინიკას აქვს მეტად უფრო საჭიროება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები