17 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
ხმაური ბათუმში - აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

ხმაური ბათუმში - ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

ოპოზიციის წევრები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა მათ  სამართალდამცავები აჭარის მთავრობის სახლში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

აქციაზე სამართალდამცავები რამდენიმე პირის დაკავებას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები