ინციდენტი აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ორი მოქალაქე დაუპირისპირდა. ისინი ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ. სიტუაცია პოლიციამ მალევე განმუხტა. წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ორივე პირი დააკავეს.
"ეს ადამიანი მოვიდა, პირდაპირ იგინებოდა აქციის მონაწილეების მიმართ. ცალსახად პროვოკაციაზე მოდიოდნენ. ჩვენ ვთხოვეთ პოლიციას, რომ ეს ადამიანები დაეკავებინათ და პირადად მე მოვუწოდე აქციის სხვა მონაწილეებს, რომ პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ და პოლიცია არ აკავებს ამ ადამიანებს," - ამბობს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე.