19 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
"დროულად დაეხმარონ და იმით არ წყვეტდნენ, ვინ ვისი ახლობელია" - COVID-19-ით გარდაცვლილი თეკლა თორდიას ოჯახი საქმის დეტალურად შესწავლას ითხოვს

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას ოჯახი მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. დაზარალებულები  საქმის დეტალურად შესწავლას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, მსგავსი მძიმე რეალობის წინაშე სხვა ოჯახიც აღარ აღმოჩნდეს.

უკვე მეორე დღეა ფაქტს რეგულირების სააგენტო სწავლობს. გამოთხოვილია შესაბამისი დოკუმენტაციაც.

"იქნებ რაღაცა სიმართლის მოკვლევა დაიწყოს, ეს ყველაფერი ზუსტად გამოიძიონ რომ არ დარჩეს რაღაცა დაფარული და ვითომ, ოჯახმა რომ დაგვიანებით მიმართა... რომ სხვასაც იგივე არ დაემართოს, მიხედონ და დროულად დაეხმარონ და იმით არ წყვეტდნენ, ვინ ვისი ახლობელია," - აცხადებს თეკლა თორდიას დედა ირმა ხელაშვილი.

გარდაცვლილი ახალგაზრდას მამა ამბობს, რომ აუცილებელია ყველას თავისი პასუხისმგებლობა გააჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები კატასტროფული იქნება:

"მე არ მინდა მაინცდამაინც ვიღაცა დაისაჯოს, მაგრამ როდესაც ასეთი ფაქტები ხდება, მარტო მე კი არა, ბევრი ხდება ასეთი, ყოველდღე ათეულობით ადამიანი იღუპება, ეს რომ თავიდან ავირიდოთ, საჭიროა, რომ ყველას თავისი პასუხისმგებლობა გააჩნდეს. თუ არ იქნება ეს პასუხისმგებლობა, ისედაც კატასტროფის პირას ვართ და საერთოდ ჩაიძირება ეს ქვეყანა და ხალხი უკვე, არ ვიცი რამდენი უნდა დაიხოცოს," - განაცხადა თეკლა თორდიას მამამ, რატი თორდიამ.

დღის ამბები