07 სექტემბერი 2026,   12:47
ვრცლად
თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიცემული ჩვენებები მისი მეგობრებისთვის კითხვის ნიშნებს აჩენს

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით "კურიერთან" განმარტებებს აკეთებენ თედორე გობეჯიშვილის მეგობრები. ისინი გაკვირვებულები არიან მოწმეთა ჩვენებების შინაარსით,რომლის მიხედვითაც თითქოს გარდაცვლილი სახლში განერვიულებული დაბრუნდა და დეიდას უთხრა, რომ ქრთამი შესთავაზეს, რადგან, მათთვის სულ სხვა ვერსიაა ცნობილი.

მათი თქმით, გობეჯიშვილი და კობალაძე ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ და არ ფიქრობენ, რომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალება საარჩევნო პროცესს უკავშირდებოდეს.

"სრულიად გაოგნებული ვართ საერთო მეგობრები, მაშინ როდესაც მეუღლემ საპირისპირო ჩვენება მისცა, რომ მშვენიერ ხასიათზე იყო," - აცხადებს თედო გობეჯიშვილისა და აკაკი კობალაძის მეგობარი ანა უგულავა.

გობეჯიშვილის ნათესავის მიერ დაფიქსირებულ ორ სხვადასხვა შეფასებაზე აკეთებს აქცენტს თედო გობეჯიშვილისა და აკაკი კობალაძის კიდევ ერთი მეგობარი ნიკოლოზ ისაკაძე:

"დეიდა უფრო აქტიურად გამოხატავდა აღშფოთებას, რომ როგორ შეიძლება თედოს გარდაცვალებაზე აკაკის დასდონ ბრალი, არ ვიცი რა მოხდა იმ პერიოდში როდესაც ჩვენება იქნა მიცემული, მაშინ რატონ ფიქრობდა სხვანაირად, ახლა სხვანაირად, ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველია. ადამიანი თუ კარგ ხასიათზე მოვიდა, შემდეგ როგორ გახდა მის მოგონებაში ცუდ ხასიათზე და დასტრესილი. ის რომ ვიღაცამ რაღაცა შესთავაზა მაშინ არც უხსენებია ეგეთი რამე," - განაცხადა ნიკოლოზ ისაკაძემ.

დღის ამბები