19 აპრილი 2024,   19:58
ვრცლად
ინდოეთში გაურკვეველი დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენას ცდილობენ

ინდოეთში გაურკვეველი დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენას ცდილობენ. ბოლო დღეების განმავლობაში დაავადებით გარდაიცვალა ერთი პირი, საავადმყოფოებში 300-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები მოათავსეს.

პაციენტებს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პირღებინება, თვალების წვა და სხვა სიმპტომები აღენიშნებოდათ. მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, თუმცა ყველა პასუხი ნეგატიურია.

პაციენტების ნაწილი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. ოპოზიცია დაავადების მიზეზად წყლისა და ჰაერის დაბინძურებას განიხილავს. ინდოეთის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს.

დღის ამბები