ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ტაძარი წინამძღვრის გარეშე დარჩა. დეკანოზი დავით ქვლივიძე დღეს დილით კორონავირუსით გარდაიცვალა.
დეკანოზი მძიმე მდგომარეობით ერთი თვის განმავლობაში თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თანმდევი დაავადებების გამო ექიმებმა სასულიერო პირის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ინფექცია დაუდასტურდა მეუფე სპირიდონსაც. სასულიერო პირმა ლაბორატორიიდან დადებითი პასუხი გუშინ გვიან ღამით მიიღო.
სპეციალისტები სასულიერო პირებს და მრევლს დღეს კიდევ ერთხელ მიმართავენ, დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის გავრცელებას შეაკავებს.
მღვდელმთავრებთან მუშაობა უკვე მიმდინარეობს და შრომის უსაფრთხოების სამსახური მათთან დამატებით შეხვედრებსაც გამართავს.
ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები დღეს განახევრებულია. ახალი შემთხვევები 37%-დან 25 %-მდე შემცირდა და ინფექცია ლაბორატორიულად 2501 პირს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა 83% უკვე გამოჯანმრთელებულია.