ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვი ამ დროისთვის 169 649 -ს შეადგენს. ამასთან, გამოჯანმრთელდა 3893 პაციენტი და მათი საერთო მონაცემი 141 392 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1186, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6829, კოვიდსასტუმროში - 3759 ადამიანი.