თელავში სამოქალაქო აქტივისტების კარავზე გაკრული ბანერები დააზიანეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის უცნობი პირი, რომელიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა, ჯერ კარავზე გაკრული ბიძინა ივანიშვილის გამოსახულების მქონე პლაკატი ჩამოხია, შემდეგ კი დანარჩენი ბანერებიც დააზიანა.
გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების თქმით, მომხდარი ინციდენტი მათ დასაშინლებად განზრახ ჩადენილი ფაქტია, თუმცა ამბობენ, რომ პროტესტის შეწყვეატს არ აპირებენ.
ადგილზე პოლიცია იმყოფება. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი აქტივისტი გამოკითხვაზე გადაიყვანა.
შეგახსენებთ, მეხუთე დღეა თელავის თეატრის წინ,დედაქალაქიდან ჩამოსულ ორ სამოქალაქო აქტივისტს კარავი აქვთ გაშლილი და ამ ფორმით საპარლამენტოს არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. გუშინ კი მათ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბოტკოველიც შეუერთდა.