19 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
გადაადგილების შეზღუდვის დროს ბაღდათში სუპერმარკეტ "სპარის" ფილიალი გაქურდეს

ბაღდათში სუპერმარკეტ "სპარის" ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა წუხელ გადაადგილების შეზღუდვის დროს მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მაღაზიის კარი გააღეს და შენობაში შესვლა ამ გზით მოახერხეს. მათ თანხის წაღებაც შეძლეს, თუმცა ზუსტი ოდენობა უცნობია.

"სპარის" ბაღდათის ფილიალის თანამშრომლების თქმით, მომხდარის შესახებ დილით შეიტყვეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება. 

დღის ამბები