19 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან 1 708 თბილისში გამოვლინდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

"ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 089 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 805  PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  183 099-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 150 461-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 694 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 708 შემთხვევა, აჭარა - 313, იმერეთი - 636, ქვემო ქართლი - 281, შიდა ქართლი - 268, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 397, კახეთი - 252, მცხეთა-მთიანეთი - 116, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 918 საიდანაც: 6 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   2 966, აჭარაში - 962, იმერეთში - 1 358. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 138 პირი, მათ შორის, თბილისში - 533, აჭარაში - 154, იმერეთში - 241. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 436 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 53, იმერეთში - 62. 3 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 155 - თბილისში, 1 571 - აჭარაში, 360- იმერეთში. 20 637 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 017 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 276, აჭარაში -151, ხოლო იმერეთში - 28.
სულ  6 ოქტომბრიდან - 10 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 182 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 664 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 134 პირი, აჭარაში - 10 723, იმერეთში - 5 678," -  განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები