05 სექტემბერი 2026,   03:38
ვრცლად
ბორჯომში "საქმიანი ეზოს" მოწყობა დასრულდა - ობიექტი მოსახლეობას ხე-ტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას გაუადვილებს

ბორჯომში, ე.წ. პლატოს ტერიტორიაზე, "საქმიანი ეზოს" მოწყობა დასრულებულია. ობიექტი, დაახლოებით, 15 სოფლის მოსახლეობას მოემსახურება. ის მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და მათთვის სასურველ პერიოდში ტრანსპორტირებას გაუადვილებს.

სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება. სააგენტო თავად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. "საქმიან ეზოებში".

"საქმიანი ეზო" უკვე მოქმედებს 18 ობიექტზე - იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 26 "საქმიანი ეზო" იქნება.

დღის ამბები