30 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ბათუმში აქციაზე დაკავებულ 6 პირს 7 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბათუმში აქციაზე დაკავებულ 6 პირს 7 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.

დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დაკავებულთა შორის რამდენიმე პირი კომენდანტის საათის დარღვევის გამო ადმინისტრაციული წესით იყო დაჯარიმებული.

"ნაციონალური მოძრაიბის" ახალგაზრდული ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები, აქციაზე მყოფი მოჭიდავეები და ოპოზიციის სხვა მხარდამჭერები გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე დააკავეს.

დღის ამბები