19 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
გრიპის ვირუსი მოიმატებს დეკემბრის ბოლოს, იანვრის პირველ ორ კვირაში - ამირან გამყრელიძე დიფერენციალური დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე საუბრობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების ფონზე კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რიცხვის  გარკვეული სტაბილიზაცია და ოდნავი კლები დინამიკაა, ეს მაინც არ იძლევა დამშვიდების საფუძველს, რადგან შემთხვევათა რიცხვი სერიოზულია. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ინციდენტობის მაჩვენებელი ქვეყანაში კვლავ მაღალია და ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქებაზე ფიქრი ადრეა.

"კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ტესტირების გაფართოება, ჩვენ გინდა, ეს იყოს მყარად 20 ათასის ფარგლებში. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად მიმართონ და ჩაიტარონ ყველა მსუბუქი შემთხვევების დროსაც კი ტესტირება, რადგან ახლა აუცილებელია დიფერენცირება. გასულ კვირას გრიპის ვირუსი გამოჩნდა, არის ერთდროულად ორივე ცირკულაცია. გრიპი უფრო მოიმატებს დეკემბრის ბოლოს, იანვრის პირველ ორ კვირაში, ამიტომ სასურველია, დიფერენციალური დიაგნოსტიკა, ამის საშუალება არის. ძალიან ბევრი პუნქტებია ქვეყანაში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, მივიდნენ და 20 წუთში სწრაფი ტესტით დიფერენციაცია გააკეთონ, მისი სიმპტომები გამოწვეულია სხვა რესპირაციული დაავადებებით, თუ კოვიდით. გაფართოებული ტესტირების ფონზე, უფრო აქტიურ ეტაპზე ხდება მსუბუქ სიმპტომებიანი ადამიანების ან საშუალო სიმპტომებიანი ადამიანების იდენტიფიცირება, რაც შემდგომ სწორ ეფექტს ახდენს გამოსავალზე. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ვისარგებლოთ ამ შემოთავაზებით, გაფართოებულია ტესტირება, ხელმისაწვდომობა არის ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში და მივმართოთ აქტიურად. გვინდა, რომ უფრო მეტი იყოს მიმართვიანობა,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები