ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს განახლდება.
დაცვის მხარე "ქართული ოცნების" წევრების, გიორგი ხელაშვილისა და ბექა დავითულიანის დაკითხვას ითხოვს, ასევე დაცვის შუამდგომლობაა, არაუფლებამოსილი პირის ხელმოწერის გამო გაბათილდეს აკაკი კობალაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი.
ბრალდების მხარე ადვოკატების მიერ დაყენებული შუამდგომლობების წინააღმდეგია.
როგორც ცნობილია, ხუსკივაძე და კობალაძე გირაოს სახით გათავისუფლდნენ.
მათ ბრალად ჯგუფურად განხორციელებული იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედებათ.