რუხის კლინიკაში კორონავირუსით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "კურიერს" საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ უთხრა, პაციენტს, რომელიც საკუთარ სახლში მკურნალობდა, თანმდევი დაავადებები არ ჰქონია.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა უკვე მძიმე იყო, აღენიშნებოდა ფილტვების დაზიანება.
მამაკაცი კლინიკაში ოთხი დღის განმავლობაში მკურნალობდა. კორონავირუსით რუხის კლინიკაში კიდევ ერთი, ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა.