აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს დადასტურებული 1 731 შემთხვევიდან აჭარაში 155 გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 2 პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც ნონა ეფაძე აღნიშნავს, კვირის სხვა დღეებთან შედარებით შაბათ-კვირას მიმართვიანობა შედარებით ნაკლებია.
"დადასტურებულთა რიცხვი ახალი გახლავთ 155. რა თქმა უნდა, შეინიშნება ბოლო პერიოდში კლების ტენდენცია, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ შაბათ-კვირას შედარებით ნაკლები არის მიმართვიანობა, თუმცა ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა გახლავთ შაბათ-კვირასაც. მოსახლეობას მივმართავ, თუ ვინმეს აქვს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, შაბათ-კვირის ჩათვლით შეუძლიათ მიმართონ პოლიკლინიკებს. გარდაცვალება გასული დღე-ღამის განმავლობაში გახლავთ 2," - აცხადებს ნონა ეფაძე.