23 აპრილი 2024,   19:46
ვრცლად
აფეთქების მუქარა გლდანში - ინციდენტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გლდანში მომხდარი დაკავების საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ პირი ხელყუმბარის აფეთქებით, ბიძის სახლში იმუქრებოდა, ინცინდენტის დროს შენობაში არასრულწლოვანი და მისი ძმა იმყოფებოდნენ.

არსებობს ორი ვერსია. ერთი ვერსიით 29 წლის მამაკაცი ცოლთან შეხვედრას ითხოვდა, მეორე ვერსიით კი, რომელზეც ადვოკატი საუბრობს, პოლიცია მეუღლის სარჩელის საფუძველზე მის აყვანას ცდილობდა.

დაკავებულს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოსთან ერთად, ის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეც არის. რამდენიმე წლის წინ ის ქურდობისთვის იყო ნასამართლევი.

გლდანის ინციდენტზე გამოძიებამ მოკვლევა ორი მუხლით დაიწყო. გიორგი მერაბიშვილს ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია. მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები