მსხვერპლით დასრულდა ხანძარი გორში, ცეცხლი სამეფოს ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. 112-ში მეზობლებმა დარეკეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
56 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა შენობაში, ხანძრის ქრობის პროცესში ნახეს. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხდა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, უცნობია.