05 სექტემბერი 2026,   01:07
ვრცლად
თერჯოლის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თერჯოლის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელ დავით სარიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი თქმით მძიმე სიმპტომები არ აქვს.

"მქონდა სიმპტომები და ერთი კვირის წინ უარყოფითი იყო ტესტი, თავიდან რომ გავიტესტე მერე დამიდასტურდა. მსუბუქად გადამაქვს და სტაბილურია ჩემი მდგომარეობა,"-აღნიშნა დავით სარიშვილმა.

თეჯოლის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი სახლში გადის მკურნალობის კურსს. 

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსს კიდევ 42 პაციენტი ემსხვერპლა. ერთ-ერთი პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა, მაღალია ინფიცირებულთა რაოდენობაც.

დღის ამბები