19 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ასაკოვანი მოქალაქეების, სოციალურად დაუცველთა და დევნილთა დახმარების პროგრამები კიდევ უფრო გაიზრდება - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას თქმით, ის პროგრამები, რომლებიც იყო  ასაკოვანი მოქალაქეების, ასევე სოციალურად დაუცველთა და დევნილების დახმარების მიზნებით გამსჭვალული, კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება.

გახარიამ აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიის პირობებსა და ეპოქაში, განსაკუთრებული სფეროები არსებობს ქვეყნის ცხოვრებაში, რომლებიც გადმოდიან წინა პლანზე და ბოლო წლის განმავლობაში ეს იყო ჯანდაცვის სისტემა, რომლის რეფორმირებაც უნდა გაგრძელდეს ზუსტად იგივე სისტემური მიდგომის ჭრილში, როგორიც იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში.

"მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებსა და ეპოქაში, განსაკუთრებული სფეროები არსებობს ქვეყნის ცხოვრებაში, რომლებიც გადმოდიან წინა პლანზე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეს იყო ჯანდაცვის სისტემა, რომლის რეფორმირებაც გასაგრძელებელია ზუსტად იგივე სისტემური მიდგომის ჭრილში, როგორიც იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში. იყო გარკვეული შედეგები თვალსაჩინო, ყველასთვის ცნობილი მიღწევები, რა თქმა უნდა, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, თუმცა შემდგომი გამოწვევა, რომელზეც სამინისტრო დღეს მუშაობს, პირველ რიგში, ეს არის პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით სისტემის შემდგომი რეფორმირება და, რა თქმა უნდა, ჯიბიდან გადასახდელების შემცირება, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისათვის არის უკიდურესად დიდი პრობლემა. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რომ გლობალურმა პანდემიამ განსაკუთრებით სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით სახელმწიფოს სოციალური პროგრამები. აქ ჩვენ გვქონდა დაწყებული ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა მიზნობრიობის ხარისხის გაზრდას, თითოეული ჩვენი შეჭირვებული მოქალაქის, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, მათი იდენტიფიცირების პროცესში კონკრეტული რეფორმების ჩატარება, კონკრეტული გაუმჯობესება, რომლის მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობდით და ახლა ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რჩება და ხდება, რამეთუ ჩვენი თითოეული სოციალურად დაუცველის, ხანდაზმულისა თუ დევნილის იდენტიფიცირება და სწრაფი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს. ამიტომ ის პროგრამები, რომლებიც იყო ასაკოვანი მოქალაქეების, ასევე სოციალურად დაუცველთა და ჩვენი დევნილების დახმარების მიზნებით გამსჭვალული, პროგრამები რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები