პანდემიის პირობებში ხელისუფლებამ მოსახლეობა გაწირა - ასე აფასებს გოგი წულაია ავტომობილების ტექდათვალიერებისთვის ამოქმედებულ სანქციებს.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, სამინისტრომ მოსახლეობა არ გააფრთხილა ისე დაიწყო მათი დაჯარიმება.
მისი თქმით, ჯარიმებით შეშინებული მოსახლეობა ტექდათვალიერების ცენტრებს მიაწყდა, რამაც რიგები გამოიწვია.
წულაიას თქმით, პანდემიის პირობებში ბაზრობები არ გაიხსნა, თუმცა ხელისუფლებამ მოსახლეობას შეკრება თავად აიძულა.
წულაია აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედების უკან შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერესები დგას.