19 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
სიღნაღში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ქშუტაშვილების საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ადგილობრივების თქმით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. 

დაზიანებული და დანგრეულია ორსართულიანი შენობის ნაწილი. აფეთქების დროს დამწვრობა მიიღო ოჯახის ერთმა წევრმა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია იმყოფება.

აფეთქების დროს დაშავებულის ქალი წნორის "არქიმედეს" კლინიკიდან თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, კლინიკაში შეყვანის დროს პაციენტს 45 პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა მძიმეა, სწორედ ამიტომ მისი გადაყვანა სპეციალიზირებულ კლინიკაში განხორციელდა. 

დღის ამბები