19 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
"კეპკადახურული მოვიდა, ესროლა და გაიქცა" - მარნეულში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მარნეულში სროლის შედეგად დაჭრილი ორი პირი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ქალაქში სისხლიან გარჩევასა და დაპირისპირებას რამდენიმე გასროლა მოყვა. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"კეპკადახურული მოვიდა, ესროლა და გაიქცა," - აცხადებს დაჭრილი პირის ახლობელი სავარაუდო დამნაშავესთან დაკავშირებით. 

ექიმის განცხადებით მამაკაცებს ჭრილობები ქვედა კიდურებში აქვთ, ერთ-ერთი მათგანს, რომელსაც კუნთოვანი ქსოვილისა და ძვლების დაზიანება აღენიშნება ოპერაცია ამ დრომდე უკეთდება, ხოლო მეორე თბილისშია გადაყვანილი. მარნეულის "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკური დირექტორი ტატა შენგელაია ამბობს, რომ სასიცოცხლო ფუნქციები ორივე პაციენტთან შენარჩუნებულია.

 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები