საქართველოში კორონავირუსის 1881 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 218 724 -ს აღწევს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1515 პაციენტი. განკურნებულთა საერთო რაოდენობა 196 220 გახდა.