19 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
"ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია" - გლობალური პანდემია გლობალური ინიციატივის საფუძველი გახდა  

გლობალური პანდემია გლობალური ინიციატივის საფუძველი გახდა. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე ექიმები კორონავირუსმა გააერთიანა და ასოციაცია დააფუძნეს. ორგანიზაციაში გაერთიანდნენ სამედიცინო მუშაკები, რომლებიც საქმიანობენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

სხვადასხვა პროფილის და გამოცდილების ათეულობით ექიმი პანდემიის საკითხზე ამ პლატფორმიდანაც იმუშავებს. ასოციაციის წევრები გაერთიანების მთავარ მიზნად საუკუნის ყველაზე მასშტაბური გამოწვევის დროს პაციენტების, ექიმების, ჯანდაცვის სექტორის და საქართველოს მთავრობის ინტელექტურალურ და პროფესიულ მხარდაჭერას ასახელებენ.

ასოციაციის წევრები ახლა რამდენიმე ჯგუფად მუშაობენ. მიზანი რეკომენდაციების შემუშავებაა, რომელიც აღწერს როგორ უნდა მოხდეს ასოციაციის მოსაზრებით პანდემიის მართვა. მათ შორის პაციენტთა მკურნალობა როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე სახლში. ასოციაციის შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ გაიდლაინში, რომლითაც პანდემია იმართება, ბევრი რამ შესაცვლელია.  

 

დღის ამბები