გაფართოვდება თუ არა ამნისტია - რამდენიმე წუთის წინ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
მოსმენას არასამთავრობო სექტორიც ესწრება. დღეს დარბაზში ისმოდა ინიციატივები, რა მუხლები შეიძლება დაემატოს იმ ჩამონათვალს, რომელიც პროექტშია.
ამნისტიით 800-მდე პატიმარი გათავისუფლდება. 700-ს სასჯელი შეუმსუბუქდება, 800-მდე მსჯავრდებულს კი პირობითი პატიმრობა უნდა მოეხსნას.
დეპუტატები ვარაუდობენ, რომ ამნისტია ძალაში თებერვლის ბოლომდე უნდა შევიდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან ინიციატივით, კანონპროექტს ამნისტირებული მუხლების შეუტყობინებლობისთვის ან დაფარვისთვის არსებული მუხლები დაემატოს.