ტაქსის მძღოლებისთვის კორონავირუსზე PCR ტესტის ჩატარება უფასო იქნება. თბილისის მერის განცხადებით, ვინაიდან ტაქსის მძღოლები რისკჯგუფად განისაზღვრა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი სწრაფი ანტიგენით ტესტირებას დაექვემდებარებიან.
"დაახლოებით 18 000 ტაქსის მძღოლი SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეუძლიათ PCR ტესტის ჩატარება. ტესტირება მათთვის უფასო იქნება. მნიშვნელოვანია დაზღვეულები იყვნენ ტაქსის მძღოლებიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ტაქსის სერვისით სარგებლობენ," - აღნიშნა კახა კალაძემ.