19 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
სამოქალაქო აქტივისტები დღეს თელავის პოლიციის, მერიისა და პროკურატურის შენობებთან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ 

თელავში სამოქალაქო აქტივისტებს პროტესტს დედაქალაქიდან ჩასული მოქალაქეებიც შეუერთდნენ. ისინი დღის განმავლობაში, პოლიციასთან მერიასთან და პროკურატურასთან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გუშინ მომხდარი ინციდენტის დროულ გამოძიებას მოითხოვენ. სამოქალაქო აქტივების თქმით, 1 იანვარს, პროტესტის ნიშნად, თელავის თეატრის წინ მდებარე კარავში ორი პირი ავტომანქანით შეღწევას შეეცადა, რა დროსაც კარავი დაზიანდა, მათი სიცოცხლე კი საფრთხის წინაშე დადგა.

"თელავი დღეიდან იქნება პროტესტის ცენტრი, იქამდე ვიდრე დამნაშავები არ დაისჯებიან. ჩვენ, ჩვენის მხრივ მოვახდინეთ იდენტიფიცირება დამნაშავე პირების და მოვითხოვთ მათ დასჯას," - აცხადებს ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტები.

შეგახსენებთ, თითქმის ერთი თვეა რაც სამოქალაქო აქტივისტებს თელავში თეატრის წინ კარვები აქვთ გაშლილი. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

დღის ამბები