საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 2646 ადამიანი ემსხვერპლა.