25 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძრის ოთხი ახალი კერა გაჩნდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძრის ოთხი ახალი კერა გაჩნდა. ცეცხლი ბალახის საფარს და ბუჩქებს სოფელ ჩუნეში, მაღლაკში, ზარათსა და რიონში უკიდია. ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია სოფელ ჩუნეშში.   

ჯამში ცეცხლი 50 ჰექტარი ფართობზეა გავრცელებული.  წყალტუბოს მერის ინფორმაციით, ყველა ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

ცეცხლის ქრობას ხელს ქარი უშლის. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

დღის ამბები