ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის გია კიკაბიძეს განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც ექიმმა განაცხადა, სამივე პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.
"გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 პაციენტი გარდაიცვალა. სამივე მამაკაცია, ერთი - 69 წლის, ორი - 77 წლის. ამ პაციენტების მდგომარეობაში შემოსვლისთანავე მძიმე იყო. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ისინი მოთავსებული იყვნენ რეანიმაციულ განყოფილებაში. სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ და ჩატარებული ღონისძიებები უეფექტო აღმოჩნდა," - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გია კიკაბიძემ.