23 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან - რატომ თქვა უარი ფეხბურთის ფედერაციამ საბიუჯეტო დაფინანსებაზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბიუჯეტის დაფინანსებაზე უარს ამბობს.

არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან - ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ ნაბიჯი მიზანმიმართულად გადადგეს და ის მიმართულია იმისაკენ, რომ ფეხბურთი ნაკლებად იყოს დამოკიდებული მოქალაქეების გადასახადებზე.
საუბარია 6.7 მილიონ ლარზე.

გადაწყვეტილება არ ეხება კლუბებს, რადგან მათ საკუთარი სპონსორებიც ჰყავთ.

საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ფეხბურთის ხელმძღვანელი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც ბიუჯეტის გარდა შემოსავლები აქვს საწევრო შენატანებით.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი.

დღის ამბები