მასშტაბური ხანძრებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. სტიქიის ზონაა შიდა ქართლში, კონკრეტულად რკონში, სადაც ცეცხლი ტყეს გაუჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ვერტმფრენიც ჩაერთო. ამ დრომდე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, სტიქიის ზონა დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრითაა დაშორებული, შესაბამისად, მოსახლეობისთვის საშიში ჯერჯერობით არ არის.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, დაუდევრობა იყოს.