08 სექტემბერი 2026,   09:45
ვრცლად
ავჭალაში, ვალერიან ნემსიწვერიძის ავტომანქანაში ჩაცხრილვის ფაქტზე ვასილ ჯანჯღავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

უკვე სამი თვეა, პოლიცია ვერ პოულობს პირს, რომელმაც ავჭალაში ვალერიან ნემსიწვერიძე ავტომანქანაში ჩაცხრილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ დადგინდა სად მიიმალა შემთხვევის ადგილზე მდებარე მარკეტის მფლობელი, რომელიც მოგვიანებით დანაშაულში ამხილეს.

ვასილ ჯანჯღავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მისი დანაშაულში მონაწილეობის შესახებ "კურიერი" ჯერ კიდევ მომხდარის დღიდან ყვებოდა. ამ დრომდე უცნობია მკვლელობის მოტივი.

გამოძიება ვასილ ჯანჯღავას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას ედავება.

"მოხდა ბრალის წაყენება დაუსწრებლად. ბრალდებულს ბრალი 236-ე მუხლით წარედგინა, რომელიც იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და ასევე განზრახ მკვლელობისთვის 108-ე მუხლით. მოტივიო დღემდე უცნობია და იმედი გვაქვს, რომ მალე მოხდება ამ პიროვნების დაკავება," - აცხადებს ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი.



 

 

დღის ამბები