ბათუმში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, აფეთქება მირიან მეფის ქუჩაზე, სურმანიძეების სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქების შედეგად სახლში მყოფი 3 პირი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე გაზის ან ნავთობპროდუქტების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.