პოლიციამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
დაკავებულია ერთი პირი. 31 წლის მამაკაცს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარა. ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.