05 სექტემბერი 2026,   03:38
ვრცლად
აფეთქება გონიოში - სამი დაშავებულიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

გონიოში, სადაც წუხელ ერთ-ერთ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, 3 პირი დაშავდა. 

მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამივე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ერთი პირი უკვე გაწერილია. ერთის მდგომარეობა კი მძიმეა, მას 3-4 მოტეხილობა აღენიშნება. 

როგორც ერთ-ერთი დაშავებული ამბობს, სავარაუდოდ, ოთახში გამათბობელი აფეთქდა. მისივე თქმით, სანამ შემთხვევა მოხდებოდა, მან და მისმა მეუღლემ სპეციფიური სუნი იგრძნეს, რის გამოც გარეთ გამოვიდნენ და გაზის შემოწმება დაიწყეს. 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, აფეთქებას ძალიან დიდი ხმა ჰქონდა, მათივე თქმით, როდესაც ერთ-ერთი სახლის მეპატრონე კიბეზე ადიოდა, კიბე ჩატყდა და დაშავებულმა მრავლობითი დაზიანება სწორედ ამის გამო მიიღო. 

დღის ამბები